16 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა.

ირაკლი ბერაია, დღემდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

დღის ამბები