16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
შშმ პირები გამჭირვალობის კანონის წინააღმდეგ - განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პასუხობენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გამჭირვალობის კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ.

"შშმ პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს. ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს, აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო რუსულ კანონპროექტს" - წერია განცხადებაში, რომელიც უკვე შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.

მათი თქმით, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ გარკვეული ძალები შშმ პირებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ.  

"ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ძალიან ბევრი მცდელობა იქნება მოსარგებლეების, მოსახლეობის და ზოგადად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. თუმცა, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი აკრძალვა და შეზღუდვა ამ კანონში არ არის. მდიდარ ენჯეოებს ეშინიათ რომ მათ მოუწევთ შავი ფულის დადეკლარირება, რასაც მოიხმარენ არა კარგი საქმისთვის, არამედ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დამკვეთის ინტერესების გასატარებლად. ეს არავითარ შემხებლობაში არ ეხებათ საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს და მით უფრო, შშმ პირებს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები