16 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ეს კანონი არის ცუდი და ევროკავშირის გზაზე დამაბრკოლებელი - ლევან ხაბეიშვილი გამჭვირვალობის კანონზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროკავშირის გზაზე დააბრკოლებს.

მისივე თქმით, ამას ამბობენ ის ადამიანები, რომელთაც მხარი უნდა დაგვიჭირონ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"ეს კანონი არის ცუდი და ევროკავშირის გზაზე დამაბრკოლებელი. ეს არის რეალობა. ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც მხარი უნდა დაგვიჭირონ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვინდა ევროკავშირში, ეს კანონი არის შემაფერხებელი. ამაზე უკეთ ამის ახსნა, ჩემი აზრით, შეუძლებელია,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები