16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
მაგ ხალხზე რომ ამბობ, იმათი გაუმჭვირვალია და ჩვენი გამჭვირვალეო, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და უფრო მეტად, სასაცილოა - იაგო ხვიჩია NED-ის კრიტიკაზე

მაგ ხალხზე რომ ამბობ, იმათი გაუმჭვირვალია და ჩვენი გამჭვირვალეო, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და უფრო მეტად, სასაცილოა - იაგო ხვიჩია NED-ის კრიტიკაზე

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია, "ქართული ოცნების" მხრიდან "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მთავრობას აქვს სრული ინფორმაცია მათი ფინანსების შესახებ.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ NED-ის ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე საუბარი მისთვის დამაჯერებელი არ არის.

"არ ვიცნობ ამ ორგანიზაციას, არ მქონია შეეხება, არც მათი გამჭვირვალობის შესახებ ვიცი არაფერი. იმდენ ათასგვარ უაზრო რეპორტებს და ანგარიშებს ამზადებენ ენჯეოები, რომ დარწმუნებული ვარ, მათი ყოველგვარი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია მთავრობას აქვს. მაგ ხალხზე რომ ამბობ, იმათი გაუმჭვირვალია და ჩვენი გამჭვირვალეო, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და უფრო მეტად, სასაცილოა,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ დღეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი - დეიმონ ვილსონი  გამოეხმაურა, რასაც ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

დღის ამბები