08 ოქტომბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა პარიზში

სირიის კრიზისმა პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გადაფარა.

ელისეს სასახლეში გამართულ მოლაპარაკებას საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის პირველი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ფრანსუა ოლანდმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ვლადიმერ პუტინი, რომ ავიაიერიშების სამიზნე მხოლოდ ისლამისტების პოზიციები უნდა იყოს.

ლიდერებმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

შეთანხმების თანახმად, სამთავრობო ძალებმა და სეპარატისტებმა ფრონტის ხაზიდან მსუბუქი შეიარაღების გატანა დღეიდან უნდა დაიწყონ, ადგილობრივი არჩევნები კი რეგიონში უკრაინული კანონმდებლობით უნდა ჩატარდეს.

მინსკში თებერვალში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ ეს "ნორმანდიული ოთხეულის" პირველი შეხვედრა იყო. 

დღის ამბები