16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს 5 პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი - მამუკა მდინარაძე

 

რატომ არის ეს კანონი რუსული - ამ სლოგანით სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, თბილისი პრაიდი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნები და სხვა ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველო ამკვიდრებს იმავე წესს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს, მტრად აცხადებს ევროკავშირს და ამერიკას, და მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამ კამპანიას სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" წევრები ეხმაურებიან და განმარტავენ, რატომ არის ეს კანონი ევროპული.

"ანალოგიური კანონი მოქმედებს ამერიკაში, ბრიტანეთში კანადაში, ინიცირებულია ევროკავშირში საფრანგეთსა და სლოვაკეთში. კანონის ერთადერთი მიზანია არასამთავრობო სექტორმა წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია შეავსოს, კანონი კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროპასთან," - წერენ მმართველი გუნდის წვერები.

„ყოველგვარი ირონიის გარეშე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როზნერს და მესინა ჯგუფს, რამე თუ მათ ენ-ჯე-ო სექტორს და „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს დღეს ერთად მოუყარეს თავი და ყველა მათგანმა, მათ შორის თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა, სხვა ენ-ჯე-ოს წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა, ყველა მათგანმა ერთად გამოაქვეყნა 5 ტყუილი, რომელიც არის უმარტივესი სამხილებელი.

პირველი პუნქტი იყო ასეთი - “საქართველოში ამკვიდრებს იგივე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს“. ეს არის მდაბიო ტყუილი, იმიტომ რომ აქამდე არავის წაგიკითხავთ კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ეს ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც ეკრძალებათ საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება. რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელებში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე, კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 6 წლამდე პატიმრობით ისჯება მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, პროგრამებით და გრანტებით და ა.შ. რომელიმე პუნქტი ქართულ კანონმდებლობაში არის? არ არის, შესაბამისად, პირველი პუნქტი არის ცალსახა და მდაბიო ტყუილი.

მეორე პუნქტში მათ ჩაწერეს, თითქოს ჩვენი კანონი “მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს“. ეს მეორე უბინძურესი ტყუილია, რადგან ქართული კანონი არ განსაზღვრავს მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას, მეტიც - არანაირ სიას არ განსაზღვრავს. მსგავსში ჩანაწერი ქართულ ინიციატივაში არ არის. ის თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ. ეს მეორეც დადასტურებულია, რომ არის ტყუილი.

მესამე ტყუილი - “კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“. თავად ევროკავშირში ინიცირებულია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელსაც ივნისში მიიღებენ. მსგავსი კანონები მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში; უკვე განიხილება საფრანგეთში, კანადასა და სლოვაკეთში.

მეოთხე პუნქტი - “კანონი მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ“. არც ეს არის კონკრეტული არგუმენტი, მაგრამ ამასაც გავცემ პასუხს. გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში არსებული კანონების საუკეთესო პრაქტიკის მიღებას და ამავდროულად განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ანუ, სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს 5 პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი.

ვერც ერთ მათგანთან დაკავშირებით ვერ წარმოადგენენ, რაც მე მოვყევი ახლა, საპირისპირო არგუმენტს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დღის ამბები