16 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
უკრაინას NATO-ში მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიებს რუსეთს დაუთმობს - La Repubblica

გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, უკრაინას NATO-ში მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიებს რუსეთს დაუთმობს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის NATO-ში შესვლის გარანტია შეიძლება იყოს ქვეყნის ფიქსირებული საზღვრები, სადაც რუსეთის ფედერაცია ყირიმსა 2014 წლიდან დაპყრობილ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს.

ამ დროისთვის, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ თუ ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩევნებში დამარცხდება, შესაძლოა, ასეთი გარიგება დღის წესრიგში დადგეს.

დღის ამბები