იაპონია არასდროს დაუშვებს ომის ტრაგედიის გამეორებას - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე განაცხადა.
ტაკაიჩის თქმით, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ომის დასრულებიდან, იაპონია მშვიდობის დაცვის ვალდებულებას შეინარჩუნებს და ამ პრინციპს მომავალ თაობებს გადასცემს.
"ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა, რომლითაც ჩვენი ერი დღეს სარგებლობს, ომში დაღუპულთა ძვირფას სიცოცხლესა და დიდი გაჭირვების ისტორიაზეა აშენებული. არასოდეს უნდა დავუშვათ ომის ტრაგედიის განმეორება. ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა, თუმცა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ამ მტკიცე აღთქმას შევასრულებთ და მას მომავალ თაობებს გადავცემთ," - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.