15 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.

თოდრიას I ჩიხის N4 და N5 კორპუსის მიმდებარედ გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გააცნეს.

"თოდრიას 1-ლი ჩიხის N4 და N5 საცხოვრებელ კორპუსთან, ახალი საზოგადოებრივი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობას ვიწყებთ. პროექტის დეტალები დღეს მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ. სამუშაო პროცესი მალე დაიწყება და ამ უბნის მოსახლეობას კომფორტული, თანამედროვე დასასვენებელი და სპორტული სივრცე ექნება. ანალოგიურ პროექტებს ამ ეტაპზე 6 სხვადასხვა მისამართზე ვახორციელებთ". 

ინფრასტრუქტურული პროექტი მწვანე სივრცის, საფეხმავლო ბილიკების, დეკორატიული ფილების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. დაირგვება 185 ძირი ხე-მცენარე, ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ინფრასტრუქტურაც.

განხორციელდება არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია.

პროექტის ღირებულება 350 000 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რუსთავში ანალოგიური სამუშაოები ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

დღის ამბები