16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
მამუკა მდინარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

"რეალურად, ის ინტერესები რაც საქართველოს ევროკავშირთან აერთიანებს უცვლელია, რაზეც ელჩთან ბევრი ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, სლოვაკეთის ელჩი დაინტერესდა ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტით. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის მხრიდან, წინა წლისგან განსხვავებით, ცოტა სხვა პოზიციაა. ცუდია, რომ ჩვენ მიმართ არის კრიტიკა, თუმცა ამ კრიტიკას სამართლიანად ვერ ჩავთვლით. სხვა ქვეყანა კრიტიკას არ უნდა იღებდეს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ევროკომისიამ ევროკავშირში თავად დააინიცირა. ეს არ არის სამართლიანი, ისევე როგორც, თავის დროზე, სამართლიანი არ იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება.

ელჩმა, ჩვენი ქვეყნის მიმართ სლოვაკეთის უდიდესი მხარდაჭერა დააფიქსირა. ჩვენ, სლოვაკეთთან პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებსაც ვაძლიერებთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მთავრობის იმ წარმომადგენლებს, ვინც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. მათი დამსახურების შესახებ სტუმარმაც აღნიშნა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკას, რაც კიდევ უფრო მეტი განვითარების საფუძველს იძლევა.

დღის ამბები