16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
დაპირისპირება ბანერებით - NGO-ების და ოპოზიციის ერთობლივი კამპანია და რეაქციები დასავლეთიდან

უმრავლესობის ლიდერი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის დღეს წამოწყებულ "ფეისბუკ" კამპანიაზე საუბრობს. რატომ არის ეს კანონი რუსული - ბანერები, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ, სალომე სამადაშვილმა, გიორგი მშვენიერაძემ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, სამართლიანი არჩევნებმა და სხვა ორგანიზაციებმა გაავრცელეს. რატომ არის კანონი ევროპული - საპასუხო გამოხმაურება მალევე მოჰყვა უმრავლესობის წევრების მხრიდან. მამუკა მდინარაძის თქმით, მათი ოპონენტების ერთობლივი ბანერის სათაური და ჩამოთვლილი ოთხივე პუნქტი ტყუილია.

უმრავლესობის ლიდერმა დღეს ისიც განმარტა რატომ არ მოდის წინააღმდეგობაში გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროკავშირში ინტეგრაციასთან.

უცხოური დაფინანსების მიზნები რომ გაუმჭვირვალეა, ამის დასადასტურებლად უმრავლესობაში დღეს ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც გაიხსენეს, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევებში დამფინანსებლები და დაფინანსების მიმღებები აკეთებდნენ. კონკრეტულ მაგალითებს შორის დაასახელეს "კანვასის“ ასევე "თბილისი პრაიდის" ტრენინგები და "მთავარი არხის" მიერ მიღებული გრანტი.

რეალურად რისთვის იღებენ დაფინანსებას კონკრეტული ორგანიზაციები - ეს ოპოზიციაშიც არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ არც აინტერესებთ. ამტკიცებენ, რომ უცხოური დაფინანსების საკითხი ისედაც გამჭვირვალეა. ამის დასადასტურებლად, ოპოზიციის ნაწილი მესამე სექტორს კონკრეტულ რჩევას აძლევს.

დაფინანსების გაცხადებული მიზანი რომ ხშირად, რეალური შედეგისგან რადიკალურად განსხვავდება, ამაზე ვრცლად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები შემთხვევით ირკვევა და სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობა დგას.

სოციალურ ქსელში ოპოზიციის და არასამთავრობოების დაწყებული კამპანია, ლელომ თბილისის ქუჩებში გააგრძელა. საქართველოში ვირუსია - ბანერები დილიდან გამოიკრა. მმართველი გუნდის შეფასებით, წარუმატებლობის სპეკულაციებით გადაფარვას ცდილობს.

 

დღის ამბები