16 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
შშმ პირები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ - მმართველი პარტია ერთობლივი განცხადების მიღმა, კონკრეტული ძალების პოლიტიკურ ინტერესს ხედავს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთობლივი განცხადების მიღმა, მმართველი პარტია კონკრეტული ძალების პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მიმართვაში არაერთი უზუსტობაც აღმოაჩინა და არ გამორიცხა, რომ ეს შესაძლოა მიზანმიმართული ნაბიჯი იყოს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გამჭვირვალობის კანონს ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორზე და უცხოეთიდან დონორების მიერ გამოყოფილ ფინანსებზე მჭიდროდ დამოკიდებულები არიან და საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა მათზე ნეგატიურად აისახოს.

საპარლამენტო უმრავლესობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნებზე საუბრობს, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ და დეკლარირების პრობლემა აქვთ.

ოპოზიციის ნაწილი განცხადების შინაარსში არ შედის, თუმცა მიაჩნიათ, რომ როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ყველაფრის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მისაღები არაა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარისთვის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

მმართველი პარტია ოპონენტებს და ე.წ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. დამტკიცების შემთხვევაში კანონი სერვისებს არ შეზღუდავს და ფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებათ თუ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება.

დღის ამბები