„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს - 13 აპრილს შეხვდება.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.