16 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
ამით პრეზიდენტს არაფერი აკლდება, აქამდე ის საკუთარი ხარჯებით დადიოდა ევროპაში და ვფიქრობ ამის გაგრძელებას შეძლებს - თეონა აქუბარდია

სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ლიეტუვაში გამგზავრებაზე უარი უთხრა. წავა თუ არა მაინც პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის უარით, პრეზიდენტს არაფერი დააკლდება:

"ეს "ქართული ოცნების" სისუსტეზე მიუთითებს და ამით პრეზიდენტს არაფერი აკლდება. აქამდე ის საკუთარი ხარჯებით დადიოდა ევროპაში და ვფიქრობ, ამის გაგრძელებას შეძლებს. მაგრამ საერთო მოცემულობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაზე მეტყველებს ეს ყველაფერი,"- განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები