Facebook-მა ის საინფორმაციო ბანერები დაბლოკა რომელიც, როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, იყო პასუხი ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეზინფორმაციაზე, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.
საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემა ვგახდა. "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" კრიტიკული ხმის ეშინია.
"მათი დღევანდელი ბრძოლა მიმდინარეობს არამხოლოდ პარლამენტში, არამედ საინფორმაციო სივრცეში და მოცემულობაში, როდესაც facebook-მა მთავრობასთან დაკავშირებული უამრავი გვერდი წაშალა ანტიდასავლური დეზინფორმაციის გამო და ეს იყო ჩვენი გადახდილი ფული და არა დონორების, კიდევ ერთხელ ჩანს, "ქართულ ოცნებას" როგორ ეშინია კრიტიკული ხმის, დემოკრატიის და, მათ შორის, იმ სტანდარტების, რომელიც დასავლეთში, მათ შორის, სოციალურ ქსელებში facebook-ის მეშვეობით იბლოკება სიყალბის გავრცელების გამო,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ როდესაც სოციალური ქსელი ბლოკავს მსგავს მასალას, დასკვნები თავად უნდა გავაკეთოთ.
"როცა facebook-იც რაღაცას ბლოკავს და გეუბნება, რომ არაავთენტური და ყალბიაო, დასკვნები თავად უნდა გავაკეთოთ. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს? არის კი ის გზა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს გაერთიანებისკენ?"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.