"ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იქნეს მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. მოვისმინეთ მხოლოდ დეზინფორმაციები და ფაქტობრივი ტყუილები,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა და ეს გამოწვევა სამართლებრივი პასუხს საჭიროებს.
"მოვისმინეთ მხოლოდ დეზინფორმაციები და ფაქტობრივი ტყუილები, თან იმ ადამიანებისგან, ვისგანაც დეზინფორმაცია, ფაქტობრივად, სავაჭრო მარკად იქცა - ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც მავნე ამ ჩვევების მხარეს დგანან, ცხადია, დემოკრატიასთან არაფერი აქვთ მათ საერთო. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ გამჭვირვალობა, ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და ამ გამოწვევას სჭირდება სამართლებრივი პასუხი,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.