სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ლიეტუვაში გამგზავრებაზე უარი უთხრა. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რაზეც ამბობდა რომ ამ მუხლის ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო:
"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რაზეც ამბობდა რომ ამ მუხლის ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო. ის მუხლი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ. ანუ, ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს რომ სიცრუე და ფეიკი იყო მთელი მათი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
პრეზიდენტი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა. თანხმობისთვის მან მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა განკარგულების შესაბამისად ვიზიტზე უარია. მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევა საკუთარი ქცევით აღიარა