"ამბობენ, რომ "ჩვენ გვინდა ევროპა", მაგრამ როგორც კი შენ შენს არგუმენტირებულ აზრს ამბობ, მაშინვე ახერხებენ facebook-ში შენი არგუმენტირებული აზრისა და არგუმენტის დაბლოკვას და ამით ამაყობენ,"- ასე გამოეხმაურა facebook-ში საინფორმაციო ბანერების დაბლოკვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
მისი თქმით, სწორედ ეს ქმედება აჩენს კითხვას - სად ვართ ჩვენ, ევროპაში თუ ჩრდილოეთ კორეაში?
“ლუსტრაცია ხდება ვითარებისა. რა არის ევროპა? - აზრის თავისუფლად გამოთქმა, შენი პოზიციის წარმოჩენა. ამბობენ, რომ "ჩვენ გვინდა ევროპა", მაგრამ როგორც კი შენ შენს არგუმენტირებულ აზრს ამბობ, მაშინვე ახერხებენ facebook-ში შენი არგუმენტირებული აზრისა და არგუმენტის დაბლოკვას და ამით ამაყობენ. ახლა მითხარით - სად ვართ ჩვენ, ევროპაში თუ ჩრდილოეთ კორეაში? - სადაც არ შეიძლება შენი აზრი გამოაქვეყნო სოციალურ სივრცეში და დღეს აქ, საქართველოში ამას აკეთებენ ევროპის სახელით და ამით ამაყობენ. ამას იქით რაღა ვთქვათ, რაღა მაგალითი მოვუტანოთ საზოგადოებას. ეს საზოგადოება საბჭოთა კავშირის დროს არ იყო გაჩუმებული და გაჩერებული და არც ახლა არ იქნება,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.