16 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
მშვენიერაძის და ნებისმიერი სხვა ადამიანის განცხადება, რომ აშშ-ს, ევროპას, ან სხვა დასავლურ ფონდებს ეშინიათ იმის განცხადება თუ რა თანხას რა პროგრამებისთვის რიცხავენ, არის შეურაცხყოფა - გიორგი ვოლსკი

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში "გამჭვირვალობის კანონთნ" დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, გიორგი ვოლსკი სირცხვილად და საზოგადოების შეურაცხყოფად აფასებს:

"მშვენიერაძის და ნებისმიერი სხვა ადამიანის განცხადება იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას, ან სხვა დასავლურ ფონდებს ეშინიათ იმის განცხადება თუ რა თანხას რა პროგრამებისთვის რიცხავენ, ეს არის შეურაცხყოფა და გაცილებით მეტიც. ქართულ საზოგადოებაში უნდობლობას თესავენ, ეს არის ანტიდასავლური განცხადება და სირცხვილია ქვეყნის წინაშე,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

უმრავლესობის წევრები კიდევ ერთ საკითხზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ "სირცხვილია“ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ჩამოართმევს, რისი პრეცედენტი და პროცედურაც არ არსებობს

დღის ამბები