უკრაინაში, ომის 774-ე დღეს 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი საჰაერო ბომბი ხარკოვის ოლქის, კუპიანსკის საცხოვრებელ უბანზე ჩამოაგდო, შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ჯამში ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 88 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა მსოფლიომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელსაც, რომ მსოფლიომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ყველამ უნდა დაინახოს, თუ როგორი გმირია ჩვენი ხალხი, როგორ იცავენ უკრაინელები თავიანთ სახელმწიფოს, ქალაქებსა და სოფლებს, როგორ აღადგენენ ცხოვრებას ყველაფრის მიუხედავად. რუსეთი იმსახურებს წაგებას. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. მადლობა ყველას, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ გაუძლოს და გაიმარჯვოს", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.