საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 6 ერის ფესტივალზე ასპარეზობა დაასრულა.
იტალიაში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ფრანგ თანატოლებს სძლიეს, ხოლო შოტლანდიასა და ინგლისთან თანაბრად ითამაშეს და მოგებამდე ცოტა დააკლდათ. ბოლო მატჩი ინგლისთან ძალიან დაძაბული გამოვიდა და მეტოქემ გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთზე შეძლო.
შეხვედრა ანგარიშით: 19-26 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში ორივე ლელოს ავტორი დავით არჩვაძე გახდა.