16 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, ნებისმიერ ფასად შეძლებს, უზრუნველყოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 9 აპრილი არის როგორც ტკივილის, ასევე გამარჯვების დღე.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას:

"ეს არის დღე, რომელიც, ერთი მხრივ, ასოცირდება ტკივილთან, რაც თან სდევდა იმ ადამიანების დაღუპვას, ვინც იბრძოდნენ და, მეორე მხრივ, ორი წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შესძინა. ეს არის გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლისთვისაც ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში და ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი.

ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, ნებისმიერი რამის ფასად შეძლებს, რომ უზრუნველყოს, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი. დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები