25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი - გამოძიება მას ქალ მომხმარებელზე ძალადობას ედავება

8 აპრილს, სოფია მეფარიშვილმა, სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას სამშენებლო კომპანია “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე, ფიზიკურად უსწორდება. შემთხვევა ამავე დღეს, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს.

როგორც დაზარალებული მედიასთან საუბარში ამბობს, კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, დედასთან ერთად ლიფტში იმყოფებოდა, როცა ის მოწყდა და მეხუთე სართულიდან მესამე სართულზე აღმოჩნდნენ. ~

კომპანიის ოფისში მის მისვლას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა კომპანიის დირექტორისა და 33%-იანი წილის მფლობელ ვალერიან კირკიტაძის მხრიდან.

დღის ამბები