16 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. დილიდან ხალხმრავლობაა პარლამენტის შენობის წინ, მემორიალთან. ადგილზე მისული იყო პრეზიდენტიც, რომელმაც პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და მმართველი გუნდი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვერავინ დაემუქრება ქვეყნის დამოუკიდებლობას. პრეზიდენტმა კანონს რუსული უწოდა, რის გამოც მას დაუსვეს კითხვა, თუ რა არგუმენტები აქვს ამ შეფასების გასამყარებლად - პრეზიდენტმა დეტალებზე აღარ ისაუბრა.

"რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, დღევანდელი დღე არის დიდი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოსა და მის დამოუკიდებლობას, ვერავინ ვერაფერს გვიზამს. ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები