16 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო - აშშ-ის საელჩო

9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივს შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა მიაგებს.

"პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია," - ვკითხულობთ შტატების საელჩოს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც.

"საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს - საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები