16 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" ინიციატივის წინააღმდეგ მსვლელობას არასამთავრობოების ლიდერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება. მსვლელობას არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში დააანონსეს მას შემდეგ, რაც პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენის შესახებ. ახალი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით - გამოყენებულია ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ცნობისთვის, მსგავსი კანონი 2023 წლის მარტში პარლამენტში "ხალხის ძალამ" წარადგინა და მას მმართველი გუნდის მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ "ოცნებამ" კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები