"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შესახებ სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიები კვლავ განხილვის საგანია. ორგანიზაცია "გრასმა" ფეისბუქში გამოაქვეყნა ბანერი, წარწერით "რატომ არის ეს კანონი რუსული".
ბანერზე ჩანს, რომ კამპანია დასპონსორებულია "ფაქტჩეკის" მიერ, რომელიც საქართველოში ფეისბუქის მფლობელი კომპანიის, meta-ს ერთ-ერთი პარტნიორია. ამის გამო, "ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია "ფაქტჩეკმა", რომელმაც ფეისბუქს "ქართული ოცნების" საინფორმაციო ბანერები დააბლოკვინა, ახლა თავად აფინანსებს დეზინფორმაციას.
"ჯიუტად, პრინციპულად, მესამედ დავდე იგივე ინფორმაცია და ვეღარ დაიბლოკა. შეიძლება, ამ სიტყვის შემდეგ კიდევ რეპორტებზე გადავიდნენ. როგორ შეიძლება ასეთი ცენზურით და გამოხატვის თავისუფლებასთან ასეთი ბრძოლით, "ნაცურ" სტილში, დაიწყო ინფორმაციის დაბლოკვას. არგუმენტები არ არსებობს და იმიტომ ცდილობენ დაბლოკონ. Facebook-მა რის საფუძველზე დაბლოკა?! წარმოიდგინეთ, პოლიტიკურ დებატებში ერთი მხარის არგუმენტები დაიბლოკა. თუ საქართველოდან მიწოდებული ინფორმაცია არ არის სპეკულაციური და ძალიან მდაბიო, მათ კონტრაქტორი კომპანიებიდან - სერგი კაპანაძე და ა.შ. Facebook-ი განყენებული ხომ არ არის, ჰყავს კონტრაქტორები, რომლებიც სპეკულაციურად და ბინძურად ამბობენ სიმართლეზე, რომ ტყუილია. აბა, Meta-ს ცენტრალური აპარატის სტაფი ხომ არ გაარჩევდა საქართველოში - ლომჯარია მართალია და მდინარაძე რომ პასუხობს, ტყუილიო. იყო მიწოდებული ბინძური ტყუილი და დაიბლოკა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა ვიღაც, რომ პოლიტიკურ დებატებში ერთი მხარის უაპელაციოდ დაბლოკვა არ ვარგა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.