16 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"გაინტერესებთ, პუნქტები ვიცი თუ არა ზედმიწევნით? არა, ეგრე ზედმიწევნით კარგად არ ვიცი პუნქტები, დაახლოებით ვხვდები, რაზე არის საუბარი - გამჭვირვალეობაზე" – მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი გამჭვირვალობის კანონზე

ე.წ. გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე დისკუსიამ ხელოვნების სფერომდეც მიაღწია. "არა რუსულ კანონს" - ეს განცხადება მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა სცენაზე გააკეთა. მან ხელისუფლება, სპექტაკლის "მეფე ლირი" შემდეგ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გააკრიტიკა.

"ნორმალურ სახელმწიფოში რომ უნდა არსებობდეს ასეთი კანონი, რა საკვირველია, მაგრამ ეს არ არის ნორმალური სახელმწიფო, ეს არ არის ნორმალური მთავრობა. გაინტერესებთ, პუნქტები ვიცი თუ არა ზედმიწევნით? არა, ეგრე ზედმიწევნით კარგად არ ვიცი პუნქტები, დაახლოებით ვხვდები, რაზე არის საუბარი - გამჭვირვალეობაზე,“ - აცხადებს დავით ბეშიტაიშვილი "კურიერთან".

დღის ამბები