16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
დელეგაციის ყველა წევრის მიერ დადასტურდა, რომ მზადაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაეხმაროს - მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე

ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს - ცოტა ხნის წინ, დეპუტატებთან მოლაპარაკება დასრულდა. კომიტეტის წევრები თავდაპირველად უმრავლესობას, მოგვიანებით კი ოპოზიციას შეხვდნენ.

დეპუტატების თქმით, მხარეებმა ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზე, კანდიდატის სტატუსსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე. ითქვა, რომ განხილვა გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც შეეხო.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის, განცხადებით, დელეგაციის ყველა წევრის მიერ დადასტურდა, რომ მზად არიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაეხმარონ.

"დელეგაციის ყველა წევრის მიერ დასტურდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმარონ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის - საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი. რა თქმა უნდა, აღინიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მიღწევებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ქართველი ხალხის ნებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები