16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
"ძალიან ვთხოვ ყველას, ყველამ აკეთოს თავისი საქმე, პოლიტიკოსმა - პოლიტიკოსის, ხელოვანმა - ხელოვნის" - ირინე ლომინაძე

ე.წ. გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე დისკუსიამ ხელოვნების სფერომდეც მიაღწია. "არა რუსულ კანონს" - ეს განცხადება მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა სცენაზე გააკეთა. მან ხელისუფლება, სპექტაკლის "მეფე ლირი" შემდეგ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გააკრიტიკა.

მოგვიანებით, სწორედ აღნიშნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიუძღვნა ვრცელი პოსტი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა. ირინა ლომინაძე წერს, რომ უმჯობესია, ხელოვანები დარჩნენ პროფესიულ ველზე და არ დაიწყონ პოლიტიკური კამათი.

"ასეთი განცხადება, რაც ამათმა გააკეთეს - შოკირებული დავრჩი. დოიაშვილს დაუსვა ასეთი შეკითხვა. ეს სცდება რაღაცა შემოქმედებას და ხელოვნებას იმიტომ, რომ როგორც ხელოვანს და შემოქმედ - მე მას პატივს ვცემ, მაგრამ რადგანაც ის უკვე გაშორდა ხელოვნებას და პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა, მე, როგორც პოლიტიკოსს, მინდა ვკითხო, ე.წ. მისი საყვარელი "ნაციონალების" პერიოდი რომ ყოფილიყო და ასეთი განცხადება მე რომ გამეკეთებინა სპექტაკლიდან, რა დამემართებოდა?! ძალიან ვთხოვ ყველას, ყველამ აკეთოს მისი საქმე, პოლიტიკოსმა - პოლიტიკოსის, ხელოვანმა - ხელოვანის საქმე,“ - აცხადებს ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე.

დღის ამბები