16 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო, ეს პათოსი თაღლითებმაც კი გაიზიარეს - მამუკა მდინარაძე "ლელოს" ინიციატივაზე

"ქართულ ოცნებაში" "ლელოს" ახალ ინიციატივაზე საპასუხო ინიციატივა უკვე გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანტინარკოტიკული კამპანია პრემიერ-მინისტრმა დაიწყო, ოპოზიციური პარტია კი სპეკულირებს.

"პოზიტიურ გავლენას ახდენს პრემიერის ინიციატივები ხალხზე. როდესაც ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თაღლითებმაც კი გაიზიარეს ეს პათოსი. შესაბამისად, ხაზარაძის პარტიამ დაიწყო ახლა ნარკოტიკებთან ბრძოლა სპეკულაციურად. თუ რამე უნდათ, მოდით, ვისაუბროთ ის კამპანიაზე, რომელიც პრემიერმა დააანონსა, რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ, მაგრამ თაღლითებზე მაინც და მაინც რეალურ წვლილზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ მათ პიარი აინტერესებთ და საერთოდ არ აინტერესებთ ანტინარკოტიკული კამპანიის რაიმე შედეგები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ლელო" ახალი ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერის განცხადებით, რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, უკონტროლოდ შემოედინება ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება. მამუკა ხაზარაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი - "ლელოს" ეს საკანონმდებლო აქტი სამ მთავარ ინიციატივას მოიცავს.

დღის ამბები