16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
არ არის სწორი, როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს, თითქოს FARA-ს კანონი "ენჯეოებზე" არ მოქმედებს - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება, რომ FARA-ს კანონი "ენჯეოებზე" არ მოქმედებს, სწორი არ არის.

"დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თურმე, იმის გამო არ უნდა იყოს მიღებული, რომ ის განსხვავდება ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონისგან. ანუ ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონი სხვა არის და საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული გამჭვირვალობის კანონი - სხვა. თურმე, ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონი ეხება მხოლოდ ლობისტებს და არა არასამთავრობო სექტორს, რაც არ არის სწორი, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, აშშ-ში რამდენიმე ათეულობით საერთაშორისო "ენჯეომ" მისწერა კონგრესს წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, როგორიც არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ბევრი სხვა საერთაშორისო "ენჯეო", შეექმნებოდათ პრობლემა FARA-ს კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით. თუ FARA-ს კანონი არ მოქმედებს "ენჯეოებზე", მაშინ რატომ მისწერეს ეს წერილი ამერიკაში მოქმედმა საერთაშორისო "ენჯეოებმა" კონგრესს. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკაში არ არის იმ სახის "ენჯეოები", როგორიც საქართველოში, იმიტომ, რომ ამერიკას ვინ გაუბედავს იმას, რომ უცხო ქვეყანამ დააფინანსოს "ენჯეო" და ფულები ისე რიცხოს, რომ ამერიკამ არ იცოდეს იმ ჩარიცხული ფულით "ენჯეო" როგორ მოქმედებს. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ, ეს არ არის სწორი, როდესაც [აშშ-ის] ელჩი ამბობს, რომ თითქოს FARA-ს კანონი "ენჯეოებზე" არ მოქმედებს”, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ამერიკის ელჩის კომენტარს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სახელისუფლებო გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონკრეტული არგუმენტების გარეშე მსგავსი პოზიცია, მიუღებელი და დამამცირებელია.

დღის ამბები