ცდილობენ, ტოტალური პროპაგანდით, ხალხს დააჯერონ ის, რომ ის, რაც საუკეთესო ევროპული ტრადიციის მატარებელია, არის რუსული, - ეს განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კანონში ყველაფერი ძალიან მკაფიოდ, მათემატიკური წონასწორობით არის ჩაწერილი და განსაზღვრული.
"ცდილობენ, ტოტალური ტყუილით, ტოტალური პროპაგანდით, ხალხს დააჯერონ ის, რომ ის, რაც საუკეთესო ევროპული ტრადიციის მატარებელია, არის რუსული. კანონში ყველაფერი ძალიან მკაფიოდ, მათემატიკური წონასწორობით არის ჩაწერილი და განსაზღვრული. მაგრამ, გეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ წაიკითხო. დაუჯერე "ნაციონალური მოძრაობის" სულისკვეთებას და ისინი გეტყვიან, რა არის რუსული და რა - ევროპული,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.