16 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ჩემი მთავარი საზრუნავი პაციენტი და მისი ტკივილია - მინდა, ყველა პაციენტმა იცოდეს, ვმუშაობ, რათა არცერთი მათგანის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა - მიხეილ სარჯველაძე

ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზეც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო. მინდა, ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა, მცირე განცხადება გავაკეთო, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ონკოპაციენტისა და, ზოგადად, ყველა პაციენტის შეხედულება, მდგომარეობა და აზრი. ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზეც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო და მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ასევე, მინდა ყველამ კარგად იცოდეს და ვინც მე მიცნობს, ალბათ ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცის, რომ არცერთ პაციენტთან კომუნიკაციის და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც ამიერიდან შემეშლება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - არც მსოფლმხედველობით, არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არასდროს არავისთვის მიმიცია. მინდა, ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის, არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა. ეს სამინისტროს მოვალეობაა და ეს უნდა იცოდეს სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველა კლინიკამ და ეს კარგად უნდა იცოდეს თითოეულმა პაციენტმა. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა თვითონ გადაწყვეტს, ვინ რა გზით რას მოითხოვს - ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი ან თუნდაც შესაფასებელი, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ პეტიციის ან გარკვეული აქციის ჩატარების საჭიროება ობიექტურად სამინისტროსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში არ იარსებებს.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ შეხვედრას, დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა იყო, რომელსაც ესწრებოდნენ პაციენტებიც და ასევე - არაპაციენტებიც. თითოეული პაციენტის კონკრეტული სატკივარი, ზოგადი შეხედულება, ინდივიდუალურზეც და ზოგადზეც, მოსმენილი იყო. სამინისტრომ დაიწყო ინტენსიურად მუშაობა კონკრეტული საკითხების მოწესრიგებაზე. ამ საკითხების დიდი ნაწილი ამ დრომდეც მოწესრიგებულია და გაგრძელდება მუშაობა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

დღის ამბები