16 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ვაპირებ კომიტეტზე კითხვები დავსვა და კიდევ ერთხელ შევიდე დისკუსიაში - თეონა აქუბარდია "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვას დაესწრება, შინაარსობრივი ნაწილის განხილვაშიც შევა და დისკუსიებშიც ჩაერთვება.

როგორც აქუბარდიამ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მისი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, "რამხელა მანიპულაციისა და რუსული დეზინფორმაციის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი".

"მე ვერ გეტყვით, ვინ რას გეგმავს, მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი და არ მაქვს ინფორმაცია, რომ რამე კოორდინირებული გეგმა იყოს, მაგრამ როგორც შარშან, რუსული კანონის პირველი შემოტანისას, მე ვიყავი კომიტეტებზე და ვსვამდი კითხვებს შინაარსთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით პასუხები არასდროს არ ყოფილია. ახლაც ვაპირებ, კომიტეტზე კითხვები დავსვა და კიდევ ერთხელ შევიდე დისკუსიაში. არ მჯერა, რომ "ქართული ოცნება" რამეს გაიგებს, მაგრამ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა ნახოს, რამხელა მანიპულაციის, რუსული კლასიკური დეზინფორმაციის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი.

პირველ მოსმენაზე დაყენებულია ერთი კანონი, რომელზეც მთელი დასავლეთი ამბობს, რომ ამ კანონით მთავრდება საქართველოს ევროკავშირში სვლა, ისევე, როგორც ნატოში. ერთადერთი, ამ ყველაფერს კრემლი იწონებს. არის ორი ალტერნატივა, ჩვენ შეგვიძლია კანონით შევჯერდეთ საუკეთესო მოდელზე, რომელიც არ დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ამ ქვეყნის თქმულაო მოქალაქეს, ევროპული ცხოვრების საშუალებას მისცემს აქ და არა ემიგრაციაში. ამიტომ, ეს "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი შეთავაზებაა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები