16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
სიცრუეა, რომ თითქოს ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხება - ის ეხება ყველა არალობისტურ საქმიანობასაც, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე - არჩილ თალაკვაძე

FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ეხება მხოლოდ ლობისტებს, ის ეხება ყველა არალობისტურ საქმიანობასაც, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერში" საუბრობს.

"ხალხი შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს ეხება მხოლოდ ლობისტებს ეს კანონიო. ეს არის სიცრუე. ამერიკული კანონი FARA რომ არ ყოფილიყო, ვერასდროს გავიგებდით, რომ სააკაშვილის გარემოცვას, კეზერაშვილს ფულ ჰქონდათ გადახდილი საქართველოს გაშავებაში, დაფინანსებული ჰქონდათ გადაცემები, ექსპერტები, განცხადებები და კიდევ ბევრი რამ გაირკვევა შემდეგ 6 თვეში, იმიტომ, რომ ყოველ 6 თვეში ქვეყნდება.

სიმართლე არის ერთი, რომ FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ეხება მხოლოდ ლობისტებს, ის ეხება ყველა არალობისტურ საქმიანობასაც, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე. ჩვენს ამას ვამბობთ, რომ ვუთხრათ ხალხს, ვის ვინ აფინანსებს, რა მიზნით, მერე გამობრძანდით, გნებავთ აქციებზე დადექით, გნებავთ პარლამენტში მოდით დებატებზე, ოღონდ თქვენ ხალხის რომ ელაპარაკებით, როგორც ჩვენზე იცის, რომ "ქართული ოცნებას" ეს აფინანსებს, "ნაციონალურ მოძრაობას" ის აფინანსებს, "ევროპულ საქართველოს" ეს ასპონსორებს და ა.შ. როგორც ჩვენზე იცის ხალხმა, ისე იცოდეს ამ სექტორზეც, ვისი სახელით ელაპარაკება,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები