16 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
გასული წლის დეკემბერი ჩემი კარიერული მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი თარიღი იყო, ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსთვის ისტორიული დღე - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის ცხრა დათქმასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების გზავნილია, რომ დრო იწურება და საქართველოს მიზანი უნდა იყოს ქვეყანამ შემდგომ წინსვლას მიაღწიოს.

"გასული წლის დეკემბერი ჩემი კარიერული მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი თარიღი იყო. ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსთვის ისტორიული დღე. ეს უზარმაზარი მიღწევაა. ევროპელმა ლიდერებმა ამ გადაწყვეტილებით გადმოგცეს გზამკვლევი თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ წინ წავიდეს. თითოეული ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. საქმე პროგრესულად მიდის და მუდმივ კავშირზე ვართ საქართველოს მთავრობასთან.

ჩემი და 27 ქვეყნის ელჩის გზავნილია, დრო იწურება. უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის. ოქტომბერში რეკომენდაციები იქნება დადებითი ან უარყოფითი. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად იმოქმედებთ. 85-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებისა მხარს უჭერს ამ პროცესს. საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში ემხრობა ამ მიმართულებას, და ძალიან დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი არეული სიგნალები მოდის თბილისიდან. გელოდებით, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები