16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი, საქართველოში დაინიცირებული კანონი არ მოიცავს ფიზიკურ პირებს-მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გაცილებით მკაცრი კანონია ევროკავშირში დაინიცირებული.

მისივე თქმით, შარშან მეორე პროექტი არსებობდა, რომელსაც ასევე რუსული დაარქვეს და რომელიც იყო პირდაპირი თარგმანი ამერიკული ვერსიის და იყო გაცილებით მკაცრი.

"ჩვენ ერთი წელი მოვუნდით იმას, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სიტყვა რუსული ამოვარდნილიყო, არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე, ლობიზმში. ახლა თურმე ევროკავშირთან შეუსაბამო არის ის კანონი, რომლის მსგავსი კანონმდებლობა, კიდევ უფრო მკაცრი ევროკავშირშია დაინიციირებული ევროკომისიის დირექტივის სახით. ასევე გაცილებით მკაცრი კანონი ქვედა პალატამ უკვე მიიღო საფრანგეთში და მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოქმედებს სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენი კანონისგან, მათ შორის რუსული კანონისგან და ცხადყოფს, რომ საქართველოში დაინიციირებული კანონი არ მოიცავს ფიზიკურ პირებს.

"მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენისგან, ამიტომაა ყველაზე არა მკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს, დანარჩენთან, მათ შორის ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში ყველგან არის ფიზიკური პირი ობიექტი ამ კანონმდებლობისა, მხოლოდ ქართულში არ არის ფიზიკური პირი. რაც შეეხება დასახელებას, კიდევ უფრო მკაცრია როგორც რუსეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველა დანარჩენში მაგალითად ევროკავშირის დირექტივაში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულ კანონში და სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში დასათაურება იგივეა, სხვადასხვა სახელწოდებით, ზოგან ჰქვია "პრინციპალი", "გავლენის წარმომადგენელი", "ინტერესების გამტარებელი" და ა.შ. ისევე როგორც ჩვენ ინიციატივაში. ამიტომ ყველაზე დიდი განსხვავება რაც არის რუსულთან მათ შორის, არის სწორედ მეორე მუხლი", - აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები