16 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
საქართველო მყარად იდგება თავის პოზიციაზე, თუ რამეს არ შევასრულებთ, ამასაც ექნება თავისი არგუმენტები - მამუკა მდინარაძე ცხრა დათქმაზე

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ევროკავშირის ცხრა დათქმას შეეხებოდა, მმართველ გუნდში ეხმაურებიან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ქვეყანა დათქმებზე მუშაობს ბევრად მეტი პუნქტია შესრულებული, ვიდრე ორგანიზაცია ამბობს.

"კარგია, რომ ორი დაგვიფასეს და შეგვიფასეს სწორად. სხვებთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ და არამხოლოდ ორი, მეტია შესრულებული. თუმცა ამაზე ჩვენ ვიკამათებთ, დისკუსიაში შევალთ და ისევე, როგორც გვეუბნებოდნენ ორია 12-დან შესრულებული და შემდეგ აღმოჩნდა 11 და მე-12-ზეც თავი დაგვიქნიეს. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ საქართველო მყარად იდგება თავის პოზიციაზე. თუ რამეს არ შევასრულებთ, ამასაც ექნება თავისი არგუმენტები, რატომ არ გამომდინარეობს ქართული სახელმწიფოს ინტერესებისგან და დანარჩენს ყველაფერს შევასრულებთ.

უნდა დავაფასოთ პროგრესზე მითითება, მაგრამ დისკუსიაში უნდა შევიდეთ იმასთან დაკავშირებით, შეუსრულებლად ჯერ კიდევ მიიჩნევენ, რაც უკვე შესრულებულია. აქედან გამომდინარე, როგორც იყო კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს, იგივე ბრძოლა და დისკუსია გვექნება ჩვენ," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

"ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით მომზადებული პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი და პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტში შეფასებულია, თუ რა გაკეთდა გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა სერიოზული ქმედებები ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად.

დღის ამბები