16 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გვაახლოებს ევროპულ ოჯახთან - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი "უცხოური გავლენების" შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.

ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ არასწორია, როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირებენ.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას რეფორმების შეთანხმებული დღის წესრიგი განაპირობებს.

"გვინდა თემატურ მსჯელობაში შესვლა ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მიგვაჩნია, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გვაახლოებს ევროპულ ოჯახთან. ჩვენთვის გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალეობასთან. მიმაჩნია, რომ ამ კანონის მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირება არ არის სწორი მიდგომა. ევროკავშირში ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგთან, რომელიც გვაქვს დღის წესრიგში, რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს მივყვებით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები