"როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, უკიდურესად გაკვირვებული ვარ, როდესაც თქვენ, "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ, არა საკუთარი მოსაზრება შემოგვთავაზეთ, არამედ არგუმენტებად ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებები მოიშველიეთ!" - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ " გამჭვირვალობის კანონი" არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული".
როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ასეთი განცხადებები, არა მხოლოდ დასანანია, არამედ შეურაცხმყოფელიც.
"მის აღმატებულებას, ღრმად პატივცემულ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის! როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, უკიდურესად გაკვირვებული ვარ, როდესაც თქვენ, "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ, არა საკუთარი მოსაზრება შემოგვთავაზეთ, არამედ არგუმენტებად ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებები მოიშველიეთ! დამერწმუნეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი განათლების, გამოცდილებისა და შესაძლებლობის მქონე, ესოდენ მაღალი თანამდებობის პირი, სხვის მცდარ და არაობიექტურ მოსაზებებზე დაყრდნობით და არა კანონის უშუალოდ გაცნობისა და წაკითხვის გარეშე აკეთებთ ასეთი სახის განცხადებას. ვიცი, რა თქვენი კეთილი და თბილი დამოკიდებულება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ, მაპატიეთ, მაგრამ ასეთი განცხადებები, ცოტა არ იყოს არა მხოლოდ დასანანია, არამედ შეურაცხმყოფელიც...", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.