18 ოქტომბერი 2024,   07:10
ვრცლად
სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისი ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს გამოითხოვს და მასალებს შეისწავლის

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის ოფისი დასრულებულ საქმეს გამოითხოვს და მასალებს შეისწავლის.

"ჩვენ უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხვოთ, შევისწავლით და საზოგადოებას დამატებით ჩვენს აზრს ვაცნობებთ. დანარჩენს რაც შეეხება უკვე რამდენჯერმე გავაკეთე ამ საქმეზე კომენტარი, სად იყო პრობლემა და სად არა," - აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები