გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი კრიტიკულად უყურებს "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს.
შოლცი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას გაითვალისწინებს.
"მოხარულები ვართ, რადგან ევროპული ფასეულობების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სიტუაციაში პრობლემებზე ვსაუბრობთ და ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ამ კანონის მიმართ და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ დღის წესრიგში არ დადგებოდა.
ახალი კანონპროექტი ფაქტობრივად არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო.
დიდი იმედი მაქვს საქართველოს პარლამენტი ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას გაითვალისწინებს. ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და ხელისუფლების თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერის განცხადებითვე: "ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტულობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონფერენცია გახლავთ და დიდი ალბათობით არც იქნება გადაწყვეტილი ეს საკითხი".