16 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
უკრაინას ვუწევთ როგორც პოლიტიკურ, ისე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია - ირაკლი კობახიძე

ჩვენ მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად.

"საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც. ჩვენ მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, პარტნიორებთან ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია, შემდგომში განვახორციელოთ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები