როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც ის გაავრცელეს ნაც ტელევიზიებმა და სხვა მედიებმაც. ისევ წავაწყდით თარგმანში დაკარგვის, ან მისი მიზანმიმართული დამახინჯების პრობლემას, რაც გვეგონა რომ წარსულს ჩაბარდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
ანჯაფარიძის თქმით, როდესაც თარჯიმნად არჩევ ყველასთვის ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს უკვე ჩრდილს აყენებს ვიზიტს.
მისივე განმარტებით, გერმანული მხარე უფრო წინდახედული უნდა იყოს ასეთი დონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტის ყველა დეტალის მიმართ, თარჯიმნის შერჩევის ჩათვლით.
„როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც ის გაავრცელეს ნაც ტელევიზიებმა და სხვა მედიებმაც. ისევ წავაწყდით თარგმანში დაკარგვის, ან მისი მიზანმიმართული დამახინჯების პრობლემას, რაც გვეგონა რომ წარსულს ჩაბარდა.
გერმანული მხარე უფრო წინდახედული უნდა იყოს ასეთი დონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტის ყველა დეტალის მიმართ, თარჯიმნის შერჩევის ჩათვლით.
როდესაც თარჯიმნად არჩევ ყველასთვის ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს უკვე ჩრდილს აყენებს ვიზიტს. სამწუხაროა ასეთი ლაფსუსები“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.