16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
არ შეიძლება, ტოლობის ნიშანი იყოს გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის - გამოდის, რომ ღირებულებები თავდაყირა დამდგარა - ირაკლი კობახიძე

ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება, ტოლობის ნიშანი იყოს გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები თავდაყირა დამდგარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

"ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება, ტოლობის ნიშანი იყოს გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები თავდაყირა დამდგარა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ. ერთადერთი, ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიას შორის. არაფერი სხვა. გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები