16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
როგორი შეფასებები კეთდება კანცლერისა და პრემიერის ბერლინის პრესკონფერენციაზე თბილისში - შოლცის სიტყვები ოპოზიციამ არგუმენტად გამოიყენა

კანცლერისა და პრემიერის ბერლინის პრესკონფერენციას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში.
მმართველი პარტია კვლავაც აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მსგავსს კანონს უკვე განიხილავს და, დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მაინც მიიღებს.

შოლცის სიტყვები დღეს არგუმენტად გამოიყენა ოპოზიციამ. პარტიების დიდი ნაწილი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ევროპელი ლიდერების პოზიცია და უკან წაიღოს გამჭვირვალობის კანონი:

"გერმანიის კანცლერის დღევანდელი მკაფიო განცხადება, ვფიქრობ, უნდა უზრუნველყოს უმრავლესობის წევრების მინიმუმ დაფიქრება, რომ ეს კანონი არავის სჭირდება. გაიწვიეთ ეს კანონი უკან და მიეცით მოქალაქეებს არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა,"- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ასევე, შოლცის სიტყვებს გამოეხმაურა ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება და არ შეესაბამება ევროპას:

"რასაც ვამბობდით, რომ ამ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროპის ფუნდამენტურ პრინციპებს, სიტყვასიტყვით გაიმეორა გერმანიის კანცლერმა - რომ ეს არ სჭირდება საქართველოს და არ შეესაბამება ევროპას,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები