18 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
1 მგზავრი დაიღუპა და 7 დაშავდა - თურქეთში საბაგიროს კაბინა ჩამოვარდა

თურქეთში, ანტალიაში, საბაგიროს კაბინა დაზიანდა, რის შედეგადაც 1 მგზავრი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის, 2 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ინციდენტი დასავლეთ ანტალიაში, კონიაალტის პლაჟისა და მთის დამაკავშირებელ ფუნიკულიორზე მოხდა.

დაშავებულები, სამაშველო ვერტმფრენის დახმარებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.

საბაგირო კაბინის დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები