24 ივლისი 2026,   16:19
ვრცლად
მამა ალექსი ადამაშვილი: სხვისი გრძნობები არ უნდა შეურაცხყო... ახალგაზრდებმა ხომ უნდა იფიქრონ, ქეთევან წამებული რისთვის ეწამა?

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ონისე ოქრიაშვილი ამჯერად შეურაცხყოფას ეკლესიას აყენებს. ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოქრიაშვილი წმინდა წინასწარმეტყველ იონას - შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებს. გავრცელებულ ვიდეოს უკვე მოჰყვა შეფასებები სასულიერო პირების მხრიდან. მათი განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა დაუშვებელია.

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზის, მამა ალექსი ადამაშვილის განცხადებით, სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მიუღებელია. მისივე თქმით, საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ისტორიული და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობა უნდა გაიაზრონ და პატივი სცენ.

"ნუთუ ეს არ ასწავლეს უბრალოდ, რომ ელემენტარულად სხვისი გრძნობები არ უნდა შეურაცხყო?.. ეს არ არის ახლა, ახლა კი არ მოდის ეს, ეკლესიას დღენიადაგ ებრძვიან. ყველამ უნდა თავისი სათქმელი თქვას. ახალგაზრდებმა ხომ უნდა იფიქრონ, ქეთევან წამებული რისთვის ეწამა? 100 000 მოწამე გვყავდა თბილისში, რომლებმაც ხატს არ გადაუარეს, შეურაცხყოფა არ მიაყენეს, წარმოიდგინეთ, და ამ ადამიანებს რა უნდა უთხრა?" - აცხადებს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა ალექსი ადამაშვილი.

დღის ამბები