16 ნოემბერი 2024,   09:05
ვრცლად
ეროვნული ბანკის საბჭო - პრეზიდენტის მიერ შერჩეული კომისია მმართველ გუნდს კითხვის ნიშნებს უჩენს

რატომ არ ენდობა მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატების შესარჩევ კომისიას? - "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ანგაჟირებულობასთან ერთად დამატებით არგუმენტად ნეპოტიზმსაც ასახელებს. ამბობენ, რომ აპლიკანტებსა და კომისიის წევრებს შორის გამოკვეთილი ნათესაური და სამსახურებრივი კავშირები მიუთითებს, რომ საბჭოს წევრობის მსურველები სიაში პროფესიული ნიშნით არ მოხვედრილან. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც მიკერძოებულები არიან, ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებენ კანდიდატების შერჩევისას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 28 განაცხადია შესული, რაც საჯარო არ არის. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სიაში არიან საბჭოს წევრობის მსურველები, რომელთაც სხვადასხვა სახის კავშირები აქვთ კომისიის კონკრეტულ წევრებთან. ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები ოპოზიციაშიც აქვთ. ნაწილს პრეზიდენტთან, ნაწილს კი საპარლამენტო უმრავლესობასთან..

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, სალომე ზურაბიშვილის და მისი კომისიის ინტერესი ეროვნული ბანკში დაძაბულობის შექმნაა, მიზანი კი მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზება. ამბობენ, რომ ასეთი მცდელობა კომისიის ერთ-ერთ წევრს, არჩილ მესტვირიშვილს უკვე ჰქონდა, როდესაც ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტთან ერთად თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ შერჩეული კანდიდატები თავად პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს 1 კვირის ვადაში. ამის შემდეგ კი პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

დღის ამბები